2026 წლის 6 ოქტომბერს, „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანს“ სოფელ წნისში გერმანელი ტურისტების 10-კაციანი ჯგუფი ესტუმრა. ვიზიტი შედგა საქართველოში ორგანიზებული, 10-დღიანი აგრარულ-კულტურული ტურის ფარგლებში, რომელიც ტურისტული კომპანია „ჯორჯია ინსაითის“ ორგანიზებით და ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით განხორციელდა. აგრარულ-კულტურულ ტურს ორგანული სოფლის მეურნეობის ექსპერტები ჰეინც გენგენბახი და გიუნტერ ზემლერი ხელმძღვანელობდნენ.
ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მეურნეობა და გაეცნენ „ელკანას“ საქმიანობას, ნახეს ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების თავთავების ნიმუშები, ადგილობრივი პარკოსანი კულტურების, ბოსტნეულის, ღომის, სელის თესლეულის ნიმუშები, ვაშლისა და მსხლის ადგილობრივი ჯიშების ბაღი და სანერგე, ასევე ღომის მოსავლის აღების პროცესი. ტურისტები გაეცნენ აგრარული ბიომრავალფეროვნების აღდგენის და შენარჩუნების მიზნით ასოციაცია „ელკანას“ მიერ განხორცილებულ საქმიანობების გამოცდილებას, გაეცნენ ასევე „მარცვლეულის კიდობანში“ არსებულ თესლელულის ბიბლიოთეკას, მონაწილეობა მიიღეს ხორბლის ენდემური სახეობის - დიკას პურის ცხობასა და მესხური აპოხტის ხინკლის მომზადების მასტერკლასში.

