მიმდინარე წლის 9 ივნისიდან 3 ივლისამდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კომპონენეტის ფარგლებში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ ჩაატარა ტრენინგების სერია თემაზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერირების საფუძვლები“. ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სამი მუნიციპალიტეტის - ახმეტის, გორისა და კასპის 26 სოფლის მოსახლეობისათვის 20 თემში. შეხვედრას დაესწრო კოოპერირების თემით დაინტერესებული 394 მონაწილე, მათ შორის ფერმერები, ფერმერთა ჯგუფები, ქალთა ჯგუფები და სოფლის მეურნეობის მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები.
ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერების ცნობიერების ამაღლება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. ტრენინგებზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა კოოპერატივების მნიშვნელობა და პრინციპები, სახეები, ჩამოყალიბების წესი, უპირატესობები, საგადასახადო შეღავათები და სხვა. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგის თემატიკის განხილვებში. ამასთანავე, ტრენინგებზე მოხდა პროექტთან თანამშრომლობით დაინტერესებული ჯგუფების წინასწარ გამოვლენა, რომლებთანაც შემდგომში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა. ტრენინგების შედეგად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ ფერმერთა ცნობიერება და ინტერესი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკითხებზე საინფორმაციო შეხევრებსა და ტრენინგებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ სამიზნე მუნიციპალიტეტებში კვლავ გააგრძელებს.