მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენერთა ტრენინგი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საორგანიზაციო განვითარების მეთოდოგიაში”სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების -ახმეტის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებისათვის

მიმდინარე წლის 22 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ოქსფამ დიდი ბრიტანეთის“ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა ლევან დადიანმა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ტრენინგ-ცენტრში ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი თემაზე „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარება“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - ახმეტის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებისათვის. ტრენინგის მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციული განვითარების სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ სამიზნე აუდიტორიის ცოდნის გაღრმავება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრებასა და ტრენინგებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ სამიზნე მუნიცილალიტეტებში კვლავ გააგრძელებს.