მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

განცხადება საგრანტო კონკურსის შესახებ

საგრანტო კონკურსი  

ფერმერთა ჯგუფებისათვის/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის

ბიზნესზე ორიენტირებული საუკეთესო იდეების გამოსავლენად

ხილისა და ბორტნეულის წარმოებისა და გადამუშავების სფეროში

ახმეტის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებისათვის

 I ეტაპი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ გეგმავს 74%-იანი თანაფინანსებით მხარი დაუჭიროს ფერმერთა ჯგუფების/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 7000-დან 49000 ევრომდე ღირეულების  კაპიტალური ინვეტიციის პროექტების (ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ძირითად საშუალებათა შესაძენა) განხორციელებას ახმეტის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

განმცხადებელი შეიძლება იყოს ფერმერთა მინიმუმ 5 კაციანი არარეგისტრირებული ან რეგისტრირებული ჯგუფი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივად ჩამოყალიბების სურვილი და ერთობლივი მუშაობის გამოცდილება, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი;

·         განმცხადებელი ჯგუფის ყველა წევრი მიღწეული უნდა იყოს 18 წლის ასაკს და იყოს საქართველოს მოქალაქე;

·         თითოეული ჯგუფიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი, რომელშიც ნათლადაა წარმოდგენილი ერთობლივი ბიზნესიდეა სავარაუდო ბიუჯეტით;

·         განმცხადებელი ჯგუფი/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა ფლობდეს განაცხადში აღწერილი ბიზნესიდეის განხორციელებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთს და/ან სამეურნეო ნაგებობას (განმცხადებელს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს მიწის ნაკვეთის/სამეურნეო ნაგებობის საკუთრების/გრძელვადიანი იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტაცია); 

·         განმცხადებელმა  უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტის მინიმუმ 26%-იანი თანადაფინანსება (თანხობრივი თანამონაწილეობა);

·         განმცხადებელ ჯგუფს/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უნდა შეეძლოს საივესტიციო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში გაიღოს ბიზნესიდეის განხორციელებასთან დაკავშირებული საბრუნავი/საოპერაციო ხარჯები;

საგრანტო განაცხადი უნდა იყოს განხილული,  დამტკიცებული და ხელმოწერილი ფერმერთა ჯგუფის/კოოპერატივის ყველა წევრის მიერ.

 

განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება:

·         ფერმერთა ჯგუფს, რომლის წევრთა რაოდენობა ათი, ან ათზე მეტია

·         ფერმერთა ჯგუფს, რომლის წევრთა მინიმუმ 30%-ს ქალები შეადგენენ

·         ქალთა ჯგუფებს

·         ახალგაზრდა ფერმერთა ჯგუფებს

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა შეავსოს პროექტის განაცხადის სტანდარტული ფორმა და დალუქულ კონვერტში წარმოადგინოს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ოფისში (მის. თბილისი, 0177 გაზაფხულის ქ. # 16).

 

განაცხადის სტანდარტული ფორმა და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.elkana.org.ge, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ოფისში (მის. თბილისი, 0177 გაზაფხულის ქ. # 16) და  ახმეტის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო -სამსახურის ოფისებში.

 

დალუქულ კონვერტზე მითითებული უნდა იყოს პროექტის დასახელება - ”საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა” (ENPARD - საქართველო), განმცხადებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, პროექტის განხორციელების ადგილი.

 

განაცხადები მიიღება: 2014 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით საინფორმაციო-საკონსულტაციო  შეხვედრებს, რომლებიც გაიმართება:

 

ახმეტის მუნიციპალიტეტი

 

ჩატარების ადგილი

თარიღი

დრო

სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის შენობა

15 აგვისტო

11:00

სოფელ ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს შენობა

15 აგვისტო

13:30

სოფელ საკობიანოს ტერიტორიული ორგანოს შენობა

15 აგვისტო

16:30

ქ. ახმეტა, მუნიციპალიტეტის გამგეობა

20 აგვისტო

11:00

 

გორის მუნიციპალიტეტი

 

ჩატარების ადგილი

თარიღი

დრო

ქ. გორის, მუნიციპალიტეტის გამგეობა

14 აგვისტო

11:00

სოფელ ტყვიავის კულტურის სახლი

18 აგვისტო

11:00

სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს შენობა

21 აგვისტო

11:00

 

კასპის მუნიციპალიტეტი

 

ჩატარების ადგილი

თარიღი

დრო

სოფელ დოესის ტერიტორიული ორგანოს შენობა

14 აგვისტო

14:00

სოფელ კავთისხევის ტერიტორიული ორგანოს შენობა

18 აგვისტო

14:00

სოფელ ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანოს შენობა

19 აგვისტო

11:00

ქ. კასპის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო -სამსახურის ოფისში (მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა)

21 აგვისტო

14:00

 

პროექტის საკონტაქტო პირები

კოორდინატორი გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში: დაკო მურადაშვილი - 570 10 59 46

კოორდინატორი ახმეტის მუნიციპალიტეტში: თემურ ხორბალელი - 570 10 59 48

საკონტაქტო პირი კასპის მუნიციპალიტეტში: დავით ნიპარიშვილი - 595 672642

საკონტაქტო პირი გორის მუნიციპალიტეტში: ლაშა ხმალაძე - 551 111457

ასოციაცია „ელკანა“: 0 32 2 53 64 86/ 032 2328321




განაცხადის ფორმა


სახემძღვანელო მცირე ბიზნესის გრანტების შესახებ