მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საინფორმაციო შეხვედრები ახმეტის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ფერმერების/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ

მიმდინარე წლის 14 -21 აგვისტოს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებშიბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, გორსა და კასპში - ჩაატარა საინფორმაციო  შეხვედრები ფერმერებისათვის/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.

 

საგრანტო კონკურსი ითვალიწინებს ფერმერთა ჯგუფების/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 7000-დან 49000 ევრომდე ღირეულების  კაპიტალური ინვეტიციის პროექტების (ხილისა და ბოსტნეულის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ძირითად საშუალებათა შესაძენა) განხორციელების 74%-იანი თანაფინანსებით მხარდაჭერას; განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, ასოციაცია „ელკანას“ ოფისში (დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ელ. მისამართზე: http://www.elkana.org.ge/index.php?action=news&news_id=52&lang=geo).

 

თავდაპირველად შეხვედრები ჩატარდა სამივე მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებთან და სოფლის მეურნეობის მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილეობითაც დაიგეგმა შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან სოფლებში და მუნიციპალურ ცენტრებში.სამი მუნიციპალიტეტის - ახმეტის, გორისადა კასპის სოფლის მოსახლეობასთან/დაინტერესებულ ჯგუფებთან ჩატარდა 11 შეხვედრა, რომლებსაც დაესწრო კოოპერირების თემით დაინტერესებული 84 მონაწილე, მათ შორის ფერმერები, ფერმერთა ჯგუფები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა დაქალთა ჯგუფების წარმომადგენლები.

 

შეხვედრების მიზანსწარმოადგენდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ფერმერების, ფერმერთა ჯგუფებისათვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის და ქალთა ჯგუფებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. შეხვედრებზე განხილულ იქნა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები და ბენეფიციარი ჯგუფების შერჩევის პროცედურა. შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ განაცხადის ფორმა, განაცხადის შევსების სახელმძღვანელო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გზამკვლევი.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“სამიზნე მუნიციპალიტეტებში კვლავ გააგრძელებს.

 

 .