მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის პლენალური სესია

პრესრელიზი

2014 წლის 13-18 ოქტომბერს რომში გაიმართა სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 41-ე სხდომა, რომელშიც „ელკანას“ წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტი (Commettee on World Food Security - იხ. ბმული  http://www.fao.org/cfs/cfs-home/en/) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (Food and Agriculture Organization - იხ. ბმული http://www.fao.org/home/en/) ფარგლებში შეიქმნა 1974 წელს, იმისათვის რათა მონიტორინგი გაეწია ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკისათვის. 2009 წლიდან კომიტეტში ხმის უფლებით სარგებლობს სასურსათო უსაფრთხოების სფეროში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის კერძო და არასამთავრობო სექტორებიც.

სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტი შედგება წევრებისაგან, მონაწილეებისა და დამკვირვებლებისაგან.  სახელმწიფოების დონეზე კომიტეტის წევრობა შესაძლებელია ყველასთვის, ვინც გაეროს ან FAO-ს (Food and Agriculture Organization) წევრია. მონაწილის სტატუსი კი შეიძლება მოიპოვონ სამოქალაქო საზოგადოებაში, არასამთავრობო ან კერძო სექტორში ჩართულმა იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული. დამკვირვებლად კი სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტს, თავისი შეხედულებისამებრ, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მოწვევაც შეუძლია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმს ქმნიან (Civil Society Mechanism - იხ. ბმული http://www.csm4cfs.org/), რომელიც სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომებზე უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურ წარმოჩენასა და დაცვას.

სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საკვების დანაკარგისა და ნარჩენების პრობლემა და ინოვაციები მცირე ფერმემერებისათვის სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის ჭრილში.

სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომას (11 - 12 ოქტომბერს) წინ უსწრებდა სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმის შეკრება, რომელშიც „ელკანას“ წარმომადგენლებმა ასევე  აქტიური მონაწილეობა მიიღეს. სამოქალაქო სექტორის წარომადგენლებმა იმსჯელეს აგროეკოლოგიის საკითხებზე, აგრეთვე ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია საპასუხისმგებლო სასოფლო-სამეურნეო ინვესტირებაზე (Responsible Agricultural Investment), რომლის საბოლოო პრინციპები კომიტეტის პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული (იხ. ბმული - http://www.fao.org/3/a-ml291e.pdf).

 

ელკანას წარმომადგენლების ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ოქსფამ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „რეგიონული სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება ეროვნული სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის გზით“.