მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი


2014 წლის 13 ნოემბერს ასოციაცია „ელკანამ“, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ჩაატარა საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - “ბიომრავალფეროვნების მართვა სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში. პროექტი მიზანად ისახავდა აგრარული ბიომრავალფეროვნების შესახებ არსებული ცოდნის კონსოლიდაციას, დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მოსაზრებების შეჯერებასა და საზოგადოების ჩართვას ელექტორნული კატალოგის მომზადების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) პროცესში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები სამეცნიერო ცენტრებიდან, მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა „ელკანას“ დირექტორმა - მარიამ ჯორჯაძემ. მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართეს: სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების ხელმძღვანელმა ჰანს-იოახიმ ლიპმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნონა ხელაიამ, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა თეო ურუშაძემ.

პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია აგრარული ბიომრავალფეროვნების კატალოგის მნიშვნელობის შესახებ და  დაათვალიერa კატალოგის ელექტრონული ვერსია.

ელექტრონული კატალოგის კო-ნცეფცია შეიმუშავა ასოციაცია „ელკანამ", “ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართ-ვის” პროექტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარულ უნივერსი-ტეტის წარმომადგენლებთან მსჯელო-ბებისა და განხილვების საფუძველზე. კატალოგში გაერთიანებულია კულტუ-რული მცენარეებისა და შინაური ცხოველების 824 აბორიგენული და ასევე ადგილობრივი სელექციური ჯიში. მასალის მომზადებაზე იმუშავეს დარგის სპეციალისტებმა და რეცენზენტებმა. მომზადებული მასალის განხილვები მიმდინარეობდა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

აგრარული ბიომრავალფეროვნების კატალოგი საფუძველს შეუქმნის საკვებისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების ინვენტარიზაციას, ამ ჯიშების გამოყენების შესახებ კანონმდებლობის შექმნას და გენეტიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების (ABS) შესახებ ბიომრავალფეროვნების კონვენციის ნაგოიას ოქმის რატიფიკაციასა და განხორციელებას.

ადგილობრივი ჯიშების კატალოგს ასევე შეუძლია მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის „სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ“ 2011 წლის 14 ივლისს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების დანერგვას, ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების გამოვლენისა და ბრენდი-რების კუთხით. აღნიშნული შეთანხმება პირველი ამგვარი დოკუმენტია ევრო-კავშირსა და მის მეზობლებს შორის და მისი მიზანია გეოგრაფიული აღნიშვნების ორმხრივი დაცვა, მაღალხარისხოვანი სურსათის საწარმოო ჯაჭვის განვითარებისა და მდგრადი სასოფლო განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

აგრარული ბიომრავალფერობნების ელექტრონული კატალოგის ქართული ვერსია განთავსებულია დროებით სერვერზე http://tbilissimo.com/elkana/. გთხოვთ გაეცნოთ და შენიშვნები და მოსაზრებები 26 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ მისამართზე: publications@elkana.org.ge