მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

კულტურული მცენარეთა გამოყენება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
2009 წლის 24 დეკემბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" ოფისში გაიმართა პრეზენტაცია: “სამცხე-ჯავახეთის კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების შესწავლის შედეგები”. პრეზენტაცია ჩატარდა UNDP/GEF-ის მიერ დაფინანსებული პროეტის "საქართველოს აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

შეხვედრა გახსნა "ელკანას" დირექტორმს ქ-ნ მარიამ ჯორჯაძემ. პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის “ორქისის” თავმჯდომარემ ქ-ნ მაია ახალკაცმა. მან ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის, როგორც კულტურულ მცენარეთა მოშინაურების უძველესი კერისა და ამ რეგიონში გავრცელებული კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების მნიშვნელობის შესახებ. მან წარმოადგინა აღნიშნულ რეგიონში გავრცელებული კულტურულ მცენარეთა ველური მონათესავე სახეობების ინვენტარიზაციის შედეგები და რეკომენდაციები ამ სახეობების კონსერვაციისათვის. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.