მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

პრესრელიზი


19 მარტს, 10:30-დან 14:00-მდე, სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“, ორგანიზაცია ოქსფამი და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მართავენ მრგვალი მაგიდის დისკუსიას თემაზე „როგორ შეიძლება ითანამშრომლოს კერძო სექტორმა მცირე ფერმერებთან“. დისკუსია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ ფარგლებში.

მრგვალი მაგიდის მიზანია წარმოადგინოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული კერძო სექტორის იმ კვლევის შედეგები, რომელიც  „ელკანამ“  2014 წლის ივლის-აგვისტოში ჩაატარა. კვლევაში გაანალიზებულია ფერმერთა მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები და ის წინააღმდეგობები, რომლებიც ხელს უშლის კერძო სექტორისა და მცირე ფერმერების თანამშრომლობას. მრგვალი მაგიდის დისკუსია ფოკუსირებული იქნება თემაზე, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესონ თანამშრომლობა მცირე ფერმერებთან კერძო სექტორის ისეთმა წარმომადგენლებმა, როგორიც არიან გადამმუშავებლები, გამსაღებლები, ბანკები, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები.

დისკუსიას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბ-ნი დავით გალეგაშვილი, სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ბატონი დენიელ გონსალეს დელაჩა, „აგრიჯორჯიას“ (ფერერო) დირექტორი, მრგვალი მაგიდის მონაწილეებს  მიმართავს სიტყვით და გაუზიარებს საქართველოში თხილის მარკეტინგულ ჯაჭვში ინვესტირების საკუთარ გამოცდილებას.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც მონაწილეები ისაუბრებენ  კერძო სექტორისა და მცირე ფერმერების თანამშრომლობის გზებზე და შეეცდებიან იმ საკომუნიკაციო ხარვეზების იდენტიფიცირებას, რომლებიც არსებობს კერძო სექტორს, მცირე ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის.  დისკუსია   ხელს შეუწყობს დიალოგს, იდეებისა და წარმატებული პრეცედენტების ურთიერთგაზიარებას დაინტერესებულ მხარეებს შორის და შეეცდება გამოძებნოს თანამშრომლობის გზები კერძო სექტორსა და მცირე ფერმერებს შორის, რათა მათ ურთიერთსარგებლის საფუძველზე შეძლონ მარკეტინგული ჯაჭვის გაუმჯობესება. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის“ პროექტის  მთავარი მიზანია გენდერულად სენსიტიური ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიისა და საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი ჩარჩო-პოლიტიკის შემუშავება, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ხელს შეუწყობენ დაინტერესებული მხარეეები სამუშაო ჯგუფების, პროექტის პარტნიორების, მთავრობის, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებისა და მცირე ფერმერების სახით.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ დანი თაბუკაშვილს - fs@elkana.org.ge, +995 322 32 83 21  ან +995 591 19 55 84