მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სასურსათო უსაფრთხოების პროექტისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანამშრომლობის პერსპექტივები

ა. წ. 12 თებერვალს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე – აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმა, როგორც შესაძლო ინსტრუმენტი “ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის” პროექტის  საქმიანობების გააქტიურებისა და პოპულარიზაციისათვის.

 

„ელკანას“ პროექტის ჯგუფთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ მარიამ ჯორჯაძე, „ელკანას“ დირექტორი, ელენე შატბერაშვილი, პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, ბენუა ტრუდელი, ოქსფამის რეგიონალური სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ნინო ედილაშვილი, ოქსფამის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ოფიცერი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები - ნინო ელიზბარაშვილი (ასოციაცია “ქალი და ბიზნესი“ (GAWB)) და ოლეგ შატბერაშვილი (ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის” ( ESIDG)).

შეხვედრის მიზანი იყო დისკუსიის გამართვა, თუ როგორ შეიძლება აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს პლატფორმის ეფექტური გამოყენება (როგორც ევროკომისიის ეგიდით და ხელშეწყობით მოქმედი ინსტრუმენტისა, რომელშიც 140 -ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული) სასურსათო უსაფრთხოების საკითხის აქტუალიზაციისათვის, კერძოდ კი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის“  პროექტის საქმიანობებისა და GAARD-ის  (სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ჯგუფი) გადაწყვეტილებების საერთაშორისო დონეზე  გატანისათვის.

 

შეხვედრა გახსნა „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ. „ელკანას“ ადვოკატირების ოფიცერმა მ. წულაიამ წარმოადგინა ინფორმაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის შესახებ. პროექტი - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ - მიმოიხილა დანი თაბუკაშვილმა (სურსათის უსაფრთხოების პროექტის „ელკანას“ მენეჯერმა).

 

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ შეიძლება ეროვნული პლატფორმის შესაძლებლობების გამოყენება პროექტის თემატიკის აქტუალიზაციისათვის. 

საუბარი შეეხო პლატფორმით გათვალისწინებულ შემდეგ შესაძლებლობებს:

 

·         პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებისა და ინიციატივების განხილვა  და აქტუალიზაცია შეიძლება მოხდეს მე-2 სამუშაო ჯგუფში - „ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკის კონვერგაცია“ ან მისი სოფლის მეურნეობის ქვეჯგუფის ფარგლებში. შესაძლებელია სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა ინტეგრირებული იყოს ჯგუფის სამოქმედო გეგმასა და დღის წესრიგში. ამასთან ერთად, რიგი დოკუმენტები,  მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება საინტერესო იყოს არა მარტო ცალკეული ჯგუფის, არამედ მთელი პლატფორმისათვის. მარიამ ჯორჯაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფისა და  GAARD -ის  მონაწილეობით მოეწყოს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, სადაც  პლატფორმის სახელით შემუშავდება მიმართვა, რომელიც გადაეგზავნება სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას (სამუშაო შეხვედრის თემატიკა შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის სამოქმედო გეგმის დოკუმენტი). ასევე პლატფორმის ფარგლებში არსებობს პოლიტიკის წერილების (policy paper) მომზადებისა და გავრცელების  შესაძლებლობა.

·         საქართველოს ეროვნული პლატფორმა, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის სამოქალაქო მექანიზმი, დიალოგის რეჟიმში თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან. რიგ შემთხვევებში  მთავრობა თვითონ მიმართავს ეროვნულ პლატფორმას რეკომენდაციებისათვის. მაგ., ევროინტეგრაციის სამინისტრომ მიმართა პლატფორმას (მრჩეველთა საბჭოს ფორმატის მეშვეობით, რომელიც ძირითადად პლატფორმის წევრი ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული ) თხოვნით, რომ საქართველო-ევროკავშირის  სამოქმედო გეგმისათვის, რომელიც ამჟამად შემუშავების პროცესშია, მიეწოდოს რეკომენდაციები.  აქედან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების პროექტის რეკომენდაციები/შესწორებები საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმაზე შეიძლება შემუშავდეს და სამინისტროს მიეწოდოს ეროვნული პლატფორმის მეშვეობით.

·         არის საკითხები, რომლებზეც პლატფორმა ევროპული ინსტიტუტების ყურადღებას ამახვილებს. ასეთებია სახელმწიფო პოლიტიკის საკითხები, მაგალითად, სურსათის უსაფრთხოების 80 -20 ინდიკატორის საკითხი სახელმწიფო პოლიტიკას განეკუთვნება.

 

ოლეგ შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული ინსტიტუტები დიდ ყურადღებას აქცევენ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების  თვალსაზრისს პოლიტიკის საკითხებთან მიმართებით. უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანის  (ევროპის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკა) კაბინეტები მიიჩნევენ, რომ აბსოლუტურად გასათვალისწინებელია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამომავლო პერსპექტივების უკუკავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან.

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დისკუსია თემაზე, თუ როგორ უნდა აეწყოს თანამშრომლობა სასურსათო უსაფრთხოების პროექტსა და ეროვნულ პლატფორმას შორის, გაგრძელდება მე-2  სამუშაო ჯგუფის უახლოეს შეხვედრაზე, ჯგუფის წლიური სამუშაო გეგმის შედგენის