მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მოწვევა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, მსოფლიო ბანკისა და იაპონიისსოციალური განვითარების ფონდის ფინანური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“.პროექტის მიზანია კახეთსა (თელავი, ყვარელი, თუშეთი) და იმერეთში (წყალტუბო,ვანი) სამუშაო ადგილების შექმნა და ღარიბი და დაუცველი თემების საოჯახო შემოსავლების გაზრდა. ამ მიზნით“ელკანა”ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნასა და გაფართოებას.

რა სახის იდეების წარდგენა შეიძლება

განიხილება იდეები, რომელთა მიზანიც არის უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის სხვადასხვა სერვისისა და საქონლის მიწოდება.

ვის შეუძლია იდეების წარმოდგენა

პირველ ეტაპზე იდეის წარმოდგენა შეუძლია ყველა იმ პირს რომელიც

ა) ცხოვრობს ან ფლობს საკუთრებას / ბიზნესს შემდეგ მისამართებზე:

· თელავი

ჩოლოყაშვილის ქუჩა, ერეკლე II-ის ქუჩა და მოედანი, რუსთაველის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ანტონ კათალიკოსის ქუჩა, ნადიკვრის ქუჩა.

· ყვარელი

ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩები

ბ) დარეგისტრირებულია მეწარმედ, ან აპირებს ბიზნესის დაწყებას.

მოთხოვნილი თანხის მოცულობა და თანადაფინანსება

მოთხოვნილი თანხის მოცულობა არ უნდა იყოს 500 აშშ დოლარზე ნაკლები და 2,000 აშშ დოლარზე მეტი. აპლიკანტს ასევე უნდა შეეძლოს მოთხოვნილი თანხის რაოდენობის ფულადი, ან არაფულადი სახით თანადაფინანსება.

როგორ წარმოვადგინოთ იდეები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონგანაცხადის ფორმა.განაცხადისფორმის და დეტალური საკონკურსო პირობების ჩამოტვირთვა შესაძლებელია„ელკანას“ ვებგვერდიდანwww.elkana.org.geგანაცხადის ფორმების მიღება შესაძლებელია ელკანას თბილისის ოფისში, რომელიც მდებარეობს გაზაფხულის ქუჩა 16-ში.

შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმაშეიძლებაგამოიგზავნოსელფოსტის საშუალებითშემდეგ მისამართებზე: epc-projectmanager@elkana.org.geან/დაepc-assistant@elkana.org.ge. ასევე შესაძლებელია შევსებული განაცხადისდატოვებათბილისისოფისში.

განაცხადების წარმოდგენის ვადები

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 20 მაისამდე.

საკონსულტაციო დღეები

დაინტერესებული პირებისათვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები:

ქ. თელავი, 2015 წლის 23 აპრილი12:00 სთ.და 30 აპრილი12:00 სთ.

ქ. ყვარელი,2015 წლის 23 აპრილი 16:00 სთ. და 30 აპრილი 16:00 სთ.

საკონსულტაციო შეხვედრებზე დასწრების მიზნით, გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია და დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 591 19-55-07, ან 599 97-66-58 ;

599

დამაატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე epc-projectmanager@elkana.org.geან/დაepc-assistant@elkana.org.geან დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებულ ნომრებზე.

/uploads/Call for concepts -GEO.docx