მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“აცხადებს საგრანტო კონკურსს ფერმერების და დამწყები მეწარმეებისთვის.

საგრანტო კონკურსი ცხადდება შემდეგი პროექტის ფარგლებში:„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“. პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს ნავთობსადენის კომპანიაში.პროექტის მიზანია ნავთობსადენის აღმოსავლეთ მონაკვეთის გასწვრივ მდებარე 56 სამიზნე სოფელში მცხოვრები ოჯახების ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობის ამაღლება დამწყები მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საშუალებით.


საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე 56 სამიზნე სოფელში მცხოვრებ ფერმერებს და დამწყებ მეწარმეებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და აქვთ სურვილი სათანადო დრო და ენერგია დაუთმონ ბიზნეს–საქმიანობის განვითარებას.


კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქ.