მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

მოწვევა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახორციელებს პროექტს „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“. პროექტის მიზანია კახეთსა და იმერეთში (წყალტუბო, ვანი, კაცხი, უბისა, გელათი, მოწამეთა) სამუშაო ადგილების შექმნა და მოწყვლადი მოსახლეობის - სოციალურად დაუცველების, იძულებით გადაადგილებული ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი ოჯახების შემოსავლების გაზრდა. პროექტი დაიწყო 2015 წელს და დასრულდება 2018 წლის თებერვალში.

როგორი იდეების წარდგენა შეიძლება?

ელკანა განხილავს იდეებს, რომელთა მიზანიც არის უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის სხვადასხვა მომსახურების და პროდუქტის მიწოდება.

მოთხოვნილი თანხის მოცულობა და თანადაფინანსება

ელკანასგან მოთხოვნილი თანხის მოცულობა უნდა იყოს 500-დან 2000 აშშ დოლარამდე. განმცხადებელმა იგივე რაოდენობის ფულადი, ან არაფულადი თანადაფინანსება უნდა წარმოადგინოს.

რა შემთხვევაში დაფინანსდება იდეები?

დაფინანსდება იდეები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

- ტურიზმთან კავშირი;

- ტექნიკური დასაბუთება;

- ღარიბი მოსახლეობისთვის სარგებელი;

- დასაბუთებული განმცხადებლის თანადაფინანსება;

- არ აქვს უარყოფითი სოციალური გავლენა, ან გარემოზე ზემოქმედება.

როგორ წარმოვადგინოთ იდეები?

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმები უნდა წარმოადგინონ.

ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია „ელკანას“ ვებ-გვერდიდან www.elkana.org.ge

მისი მიღება ასევე შესაძლებელია „ელკანას“ თანამშრომლებისგან ქუთაისში, ნინოშვილის ქ. # 101.

შევსებული ფორმა უნდა დაუბრუნდეს „ელკანას“ თანამშრომლებს, ან გამოიგზავნოს ელ-ფოსტის მისამართებზე: epc-imereti@elkana.org.ge ან/და epc-assistant@elkana.org.ge

განაცხადების წარმოდგენის ვადები

კონკურსში მონაწილეობის ვადები არ არის შეზღუდული. იდეების შერჩევა და დაფინანსება მოხდება პერიოდულად.

კონსულტაციები

დაინტერესებმა პირებმა კონსულტაციებისათვის მიმართეთ რეგიონულ ოფისებს შემდეგ მისამართებზე:

იმერეთი: ქუთაისი, ნინოშვილი ქ. # 101, ტელეფონი 579 11 11 74 ან 599 25 29 09, ელექტრონული ფოსტა epc-imereti@elkana.org.  ge;

კახეთი: თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. #37 და ახმეტა, დედის ქ.7, ტელეფონი 599 530319, 599582010 ან 591195519, ელექტრონული ფოსტა epc-kakheti@elkana.org.ge 


გისურვებთ წარმატებებს!



Application form GEO