მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

სადემონსტრაციო დღე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში

2016 წლის 28 აპრილს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“, საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში (პროექტის ლიდერი ორგანიზაცია „ოქსფამ დიდი ბრიტანეთი“) მოაწყო სადემონსტრაციო დღე  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სადემონსტრაციო მოდელის „მაწყვის საოჯახო სასათბურე მეურნეობა“ ბენეფიციარ თეიმურაზ ტერტერაშვილთან.

სადემონსტრაციო დღის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის გაეცნოთ 100 კვ.მ. სასათბურში მარწყვის მოყვანის თანამედროვე მეთოდები.  

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, პროექტის ფარგლებში დაფინასებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლები. სულ ღონისძიებას დაესწრო 38 მონაწილე.

ღონისძიებაში მონააწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ წარმოებული მარწყვი და გაცნობოდნენ მისი წარმოების ტექნოლოგიას. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ ფერმერებში. ამ სახის ღონისძიებებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ კვლავ გააგრძელებს.