მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

პრესის მოწვევა: ნიელენის სურსათის სუვერენულობის მეორე ევროპული ფორუმი, 2016 წლის 26-30 ოქტომბერი, რუმინეთი

გვაქვს პატივი მოვიწვიოთ მედიის წარმომადგენლები ნიელენის სურსათის სუვერენულობის მეორე ევროპულ ფორუმზე დასასწრებად და მედიაში გასაშუქებლად, ფორუმი წარმოადგენს პან-ევროპული სურსათის სუვერენულობის მოძრაობების უმსხვილეს შეკრებას.

ღონისძიებაზე თავს მოიყრის 1 000 - მდე მონაწილე - მცირე ფერმერები, მეთევზეები, მწყემსები, მომხმარებლები, მებაღეები, აბორიგენი მოსახლეობა, მკვლევარები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები, გარემოს დამცველები, ადამიანის უფლებების დამცველები და პროფკავშირების წარმომადგენლები - ევროპის 42 ქვეყნიდან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე და სურსათის სისტემაზე კონტროლის დაბრუნებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ვორქშოფებსა და დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად.

ჩატარების თარიღი და ადგილი: 2016 წლის 26-30 ოქტომბერი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი.

დეტალური დღის წესრიგი და პრაქტიკული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო კვირებში. ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად და იმ შემთხვევაში თუ გსურთ პრესის საკონტაქტო ნუსხაში ყოფნა საინფორმაციო წერილების მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:  communication@nyelenieurope.net


ინფორმაცია ნიელენის ევროპული მოძრაობის შესახებ



სურსათისა და სოფლის მეურნეობის ევროპულ სისტემაში ხარვეზებია. ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის ზრდის შედეგებმა და ექსპორტზე ორიენტირებული ბაზრებისკენ მუდმივმა სწრაფვამ, ევროპის მასშტაბით ფერმერების, მუშების და მომხმარებლების საპროტესტო ტალღის წარმოქმნა განაპირობა.

გახშირდა საპროტესტო აქციები ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებთან ბრიუსელში,  პოლონელმა ფერმერებმა უმსხვილესი საპროტესტო აქცია გამართეს და ტრაქტორებით გზები გადაკეტეს, მათ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა და მიწის მიტაცებები გააპროტესტეს. იტალიაში გაიფიცნენ პამიდორის სექტორში მომუშავე ექსპლუატირებული და ძალადობის მსხვერპლი მიგრანტი მუშები, 2016 წლის იანვარში ბერლინში ასობით ათასი ფერმერი და მომხმარებელი ერთობლივი საპროტესტო სვლით ვაჭრობისა და ინვესტიციების ტრანსატლანტიკური პარტნიორობის (TTIP) წინააღმდეგ გამოვიდა.

მთელს ევროპაში რიგითი მოსახლეობა სურსათისა და სოფლის მეურნეობის სისტემებზე კონტროლის დაბრუნების მიზნით იკრიბება, ნიელენის ევროპული მოძრაობა მიზნად ისახავს ყველა მათგანის გაერთიანებას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების გზების შემუშავებაზე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი სურსათის სისტემების ორგანიზების ახალი გზების დანერგვაზე - ფერმიდან სუფრამდე.

ნიელენის გლობალური მოძრაობა შეიქმნა სურსათის სუვერენულობის ფორუმზე, რომელიც 2007 წელს მალიში ჩატარდა, ხოლო პირველი ევროპული ფორუმი ჩატარდა კრემსში (ავსტრია) 2011 წელს.