მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

2016 წლის 22 დეკემბერს, 17:30 საათზე, სასტუმრო „ბეთსის“ დარბაზში, თბილისში, მაყაშვილის 32-34-ში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მედიის წარმომადგენლებს იწვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ალაზნისთავის“ ოფიციალურ გახსნასა და კოოპერატივის მიერ წარმოებული ტრადიციული თუშური გუდის ყველის ოთხი სახეობის პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე.

მედიისთვის

თბილისი, 22 დეკემბერი 2016

პრესრელიზი

2016 წლის 22 დეკემბერს, 17:30 საათზე, სასტუმრო „ბეთსის“ დარბაზში, თბილისში, მაყაშვილის 32-34-ში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მედიის წარმომადგენლებს იწვევს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ალაზნისთავის“ ოფიციალურ გახსნასა და კოოპერატივის მიერ წარმოებული ტრადიციული თუშური გუდის ყველის ოთხი სახეობის პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე.

ღონისძიების მიზანია „ალაზნისთავის“, როგორც ბრენდის, ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა და მის მიერ წარმოებული 4 სახეობის თუშური გუდის ყველის დეგუსტაცია.

პრეზენტაციას ესწერბიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა დ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, სამთავრობო სტრუქტურების და არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ალაზნისთავი“ 2015 წელს ჩამოყალიბდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) და მის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, როგორც თუშური გუდის ყველის ტრადიციული ტექნოლოგიით მწარმოებელი კოოპერატივი და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

პროექტის ფარგლებში, ოქსფამისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” მხარდეჭერით გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე, მდინარე ალაზნისთავის სათავეებთან, კოოპერატივმა „ალაზნისთავმა“ გახსნა ტრადიციული თუშური გუდის ყველის პირველი თანამედროვე სტანდარტის საწარმო და მოახდინა პროდუქციის ბრენდირება.

ამჟამად კოოპერატივი „ალაზნისთავი“ აწარმოებს ოთხი სახეობის გუდის ყველს: “სვილობი”, „ლარტუშო“, „დოვნა“ და „ჩოგი“, რომლებიც ხასიათდება განსხვავებული შემადგენლობითა და გემოვნური თვისებებით.

თუშური გუდის ყველის უნიკალობას, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის რძე განაპირობებს, რომელსაც იძლევა თუშეთის ალპურ იალაღებზე მობალახე ქართული ჯიშები - თუშური ცხვარი და თუშური ძროხა. თუშური გუდის ყველის დამზადება რძის გაწურვის ეტაპიდანვე განსაკუთრებულია. რძე იფილტრება სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულით, ტრადიციული ტექნოლოგიის დაცვით. შემდეგ ყველი მინიმუმ სამოცი დღე მწიფდება ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში (გუდა - ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული ჭურჭელი).

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი. შეხვედრის შინაარსი არის მხოლოდ ორგანიზატორების პასუხისმგებლობა და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს ევროკავშირისა პოზიციას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიკა კაპანაძე, ნინო გვაინიშვილი

ბიოლოგიურ მეურნებოათა ასოციაცია „ელკანა“ კომუნიკაციების მენეჯერი, ოქსფამი

ელ-ფოსტა: advocacy@elkana.org.ge ელ-ფოსტა: ngvianishvili@oxfam.org.uk

მობ: (+995) 591 19 55 17 მობ: (+995) 591119192