ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 2
საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისათვის
პროექტი: „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ. საქართველოს მილსადენის კომპანიაში და ხორციელდება დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის გასწვრივ მდებარე სოფლებში.
პროექტი მიზნად ისახავს ნავთობსადენის გასწვრივ მდებარე 56 სამიზნე სოფელში და 4 იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრები თემებსა და BP-ს შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაძლიერებას, ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით, კერძოდ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებულია ნავთობსადენის გასწვრივ არსებული სოფლებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებას.
პროექტი ხორციელდება: გარდაბნის, მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის მუნიციპალიტეტებში.
პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რომელიც
პროექტის ფარგლებში აცხადებს
საგრანტო კონკურსს
დამწყები მეწარმეებისთვის
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის გასწვრივ მდებარე 56 სამიზნე სოფელში და 4 იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებ დამწყებ მეწარმეებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და აქვთ სურვილი სათანადო დრო და ენერგია დაუთმონ ბიზნეს–საქმიანობის განვითარებას.
დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობაა 2,000 (ორი ათასი) ლარი.
საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 17 თებერვალი
1. საკონკურსო განაცხადის შემოტანა შეუძლია:
დამწყებ მეწარმეებს, რომლებიც ცხოვრობენ პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე თემებში; დამწყებ მეწარმეებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო იდეა საკუთარი მცირე ბიზნესის ჩამოყალიბების შესახებ და აქვთ სურვილი, რომ სათანადო დრო და ენერგია მოახმარონ, თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმატებულ განვითარებას;
კონკურსის ფარგლებში დაფინანსებას არ ექვემდებარებიან: ადგილობრივი სათემო კავშირები, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციები, მოქმედი საშუალო და მსხვილი ბიზნესები. ასევე წინა კონკურსში გამარჯვებული მეწარმეები.
2. განაცხადის წარმდგენმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
დამწყები მეწარმის საკუთარი შენატანი/წვლილი, უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-ს; პროექტის მთლიანი ღირებულების რაოდენობა მოცემული უნდა იყოს პროექტის ბიუჯეტში.
3. პროექტის განაცხადის განხილვა და კონკურსანტების შერჩევა ტრენინგზე დასასწრებად
ორგანიზაცია მოახდენს განაცხადის განხილვას და გამარჯვებული აპლიკანტების შერჩევას ტრენინგზე დასასწრებად ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად:
პროექტის განაცხადის ფორმა სრულად არის შევსებული; პროექტის განაცხადი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული; პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ტექნიკურად განხორციელებადია; პროექტის განაცხადში ასახულია ბიზნეს საქმიანობის მდგრადობისა და ზრდის პოტენციალი; პროექტში გათვალისწინებულია მეწარმის თანამონაწილეობა და ასახულია ბიუჯეტში; პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია; ბიზნესი ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე.
4. შევსებული განაცხადი
განაცხადის ფორმა ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.
შევსებული განაცხადები ჩააბარეთ „ელკანას“ მობილიზატორებს ან მოგვაწოდეთ ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #61, 0177.
ასევე შესაძლებელია შევსებული განაცხადების ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა მობილიზატორის ელ-ფოსტაზე.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ტელ: +995 32 253 64 86
მაია მამასახლისი, ბიზნესის განვითარების სპეციალისტი/მობილიზატორი (გორის, ქარელის, გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები), ტელ: 599 73 11 64;
ნინო მძინარაშვილი, ბიზნესის განვითარების სპეციალისტი/მობილიზატორი (კასპის, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები), ტელ: 599 50 22 35;
mdzinarashvili.n@elkana.org.ge
გიორგი თვალიაშვილი, პროექტის მენეჯერი, ტელ: 599 989 545;
east-projectmanager@elkana.org.ge