მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საგრანტო კონკურსი იმერეთში

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია  „ელკანა“, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს   „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“.  პროექტის მიზანია კახეთის და იმერეთის რეგიონებში, სამიზნე ღარიბ და მოწყვლად თემებში სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების გაზრდა. დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის და ტურიზმის განვითარების მიზნით 1000-დან 2000 დოლარამდე გრანტების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

2017 წლის თებერვლის თვეში  ჩატარდება  საკონსულტაციო შეხვედრები. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ შეხვედრებს და მიიღონ ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

 

იმერეთი

ტელ: 599 25 29 09; 579 11 11 74

ფოსტა: epc-imereti@elkana.org.ge

 


 

შეხვედრების გრაფიკი

 

თემი

შეხვედრის თარიღი და დრო

შეხვედრის ადგილი

 

 ქალაქი წყალტუბო

 

6.02. 2017 – 13:00 საათზე

 

სპორტის სასახლე

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. გელათი

8.02 .2017 – 13:00 საათზე

გელათის საჯარო სკოლის შენობა

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოწამეთა

8.02. 2017 - 13:00 საათზე

გელათის საჯარო სკოლის შენობა

ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაცხი, ითხვისი

13.02.2017 – 14:00 საათზე

კაცხის საჯარო სკოლის შენობა

ქალაქი ვანი

14.02.2017 – 13:00 საათზე

ვანის სამუსიკო სკოლის შენობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. უბისა

 

15.02.2017 – 14:00 საათზე

უბისის საჯარო სკოლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფ. შროშა

16.02.2016 - 14:00 საათზე

შროშის ხელითნაკეთობების ბაზრობა

ქალაქი ქუთაისი

17.02.2016 - 12:00 საათზე

ნინოშვილი ქ. #101(ფონდი აფხაზინტერკონტის შენობა)