მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ტრენერების ტრენინგი

2016 წლის 7-10 ნოემბერს თბილისში პროექტის -  “მებაღეობა/მებოსტნეობის ინკლუზიურ ღირებულებათა ჯაჭვის ხელშეწყობა სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მოლდავეთში“ ფარგლებში მოლდოვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელთა ეროვნულმა ფედერაციამ (AGROinform) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ ჩაატარეს ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 სოფლის მეურნეობის ექსპერტმა  საქართველოსდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.

ტრენინგის მიზანი იყო პროექტის ბენეფიციართა ჯგუფებისათვის (ფერმერთა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებები/კოოპერატივები) სასწავლო მოდულისა და სასწავლო კურსის თემატიკის შემუშავება.

პროექტი დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ. პროექტის წამყვანი ორგანიზაცი - მოლდოვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელთა ეროვნული ფედერაცია (AGROinform). პარტნიორი ორგანიზაციებია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, მოლდოვის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, SHEN NGO (სომხეთი), ყაზახეთის ეკონომიკის, აგროწარმოების კომპლექსისა და სოფლის რეგიონების განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა სასწავლო ვიზიტი კახეთში არსებულ კოოპერატივებში - „ნერგები“და „ალვანი აგრო“.