ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრომეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა“. პროექტის მიზანია კახეთისა და იმერეთის რეგიონებში, ღარიბ და მოწყვლად თემებში, სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების გაზრდა.
2017 წლის 6 აპრილს ქალაქ ახმეტაში - კულტურის სახლის შენობაში (12:00 საათიდან 14:00 საათამდე) გაიმართება პროექტის მიერ დაფინანსებული მეწარმეების დაჯილდოების ცერემონია და მათ მიერ შექმნილი ტურისტული პროდუქტების გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბანკის, იაპონიის საელჩოს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცა „ელკანას“ და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.
საკონტაქტო ტელეფონი და ელფოსტები:
599 530 319