მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

11 - 12 აპრილს ქ. ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” გაიმართა NBSAP-ის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდა „ელკანა“ სტრატეგიაზე მომუშავე სხვა ქართველ ექსპერტებთან და უცხოელ კონსულტანტებთან ერთად.

NBSAP-ის დოკუმენტის ერთიანი სამუშაო ვერსია წარადგინა საერთაშორისო კონსულტანტმა ქრისტიან პრიპმა. შეხვედრაზე სამუშაო ვერსიებთან დაკავშირებით განიხილეს შენიშვნები და წინადადებები და შეთანხმდნენ დოკუმენტის საბოლოო სტრუქტურასა და შინაარსზე.