მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ქართული დელეგაცია Slow-Food ღონისძიებაზე. ყველის ფესტივალი 2017 ბრა, იტალია

Slow Food International-მა ქართული დელეგაცია მოიწვია ყველის ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართა 15-18 სექტემბერს იტალიის ქალაქ ბრაში.სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-სა და ელკანას წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველის ხუთი მწარმოებელი, მათ შორის, Cheese Guild-ის წარმომადგენელი. ქართული დელეგაციის მონაწილეთა სია ანგარიშს თან ერთვის - დანართი 1.

Slow Food-ის მიერ გამართულ ყველის ფესტივალს, სადაც გამოფენილი იყო 23 ქვეყნიდან მოწვეული 300 მწარმოებლის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ყველი, 270 000 ადამიანი დაესწრო. ფესტივალზე გამოფენილი იყო  ნედლი რძისგან  და ბუნებრივი კვეთით დამზადებული ტრადიციული ყველის სახეობები, რომლებიც ტრადიციულად კვლავ ხელით მზადდება. პარალელურ რეჟინმში ფესტივალის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობდა დეგუსტაციები, პრეზენტაციები და კონფერენციები. ქართული დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში (იხ. ღონისძიების პროგრამა - დანართი 2).

ქართული დელეგაციის ყველის ფესტივალზე მონაწილეობის ძირითადი მომენტები წარმოდგენილია ანგარიშის სახით:

Report_Bra_15-18.09.17