მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისათვის

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3

საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისათვის


პროექტი: „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ.საქართველოს მილსადენის კომპანიაში და ხორციელდება დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის გასწვრივ მდებარე სოფლებში.

პროექტი ხორციელდება გარდაბანის, მცხეთის, კასპის, გორის ,ქარელის, ხაშურისა და საჩხერეს მუნიციპალიტეტების 56 სოფელსა და 4 იძულებით გადაადგილებული პირთა დასახლებაში (გთხოვთ იხილოთ სამიზნე სოფლების ჩამონათვალი).
აქედან 4 მუნიციპალიტეტის (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) 20 სოფელსა და 2 იძულებით გადაადგილებული პირთა დასახლებაში (გთხოვთ იხილოთ სამიზნე სოფლების ჩამონათვალი) დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3-ის“ მიზანია დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის გაუმჯობესება ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის საშუალებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე BP-ის, მის პარტნიორებს და USAID-ის პროექტს „ზრდა“, თემებთან ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებულია სამიზნე თემებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარებას.

პროექტი ხორციელდება: გარდაბნის, მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის მუნიციპალიტეტებში.

პროექტს ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რომელიც

პროექტის ფარგლებში აცხადებს
საგრანტო კონკურსს
დამწყები მეწარმეებისთვის

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის გასწვრივ მდებარე 56 სამიზნე სოფელში და 4 იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებ დამწყებ მეწარმეებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო ბიზნეს-იდეა და აქვთ სურვილი სათანადო დრო და ენერგია დაუთმონ ბიზნეს–საქმიანობის განვითარებას.

დაფინანსების მაქსიმალური რაოდენობაა 3,500 (სამი ათას ხუთასი) ლარი.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ნოემბერი

1. საკონკურსო განაცხადის შემოტანა შეუძლია:
პირებს, რომლებიც ცხოვრობენ პროექტით გათვალისწინებულ სამიზნე თემებში; პირებს, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო იდეა საკუთარი მცირე ბიზნესის ჩამოყალიბების შესახებ და აქვთ სურვილი, სათანადო დრო და ენერგია მოახმარონ, თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმატებულ განვითარებას; კონკურსის ფარგლებში ასევე შესაძლებელია თემში არსებული ბიზნესების დაფინანსება გაფართოების მიზნით, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: დარეგისტრირებულია ბიზნეს ოპერატორად და შეუძლია: ბაზრის დივერსიფიკაცია, სურს ახალი - მეტი მომხმარებელი და/ან მომსახურების/პროდუქციის დივერსიფიკაცია და/ან თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა და/ან ღირებულების დამატება / საწარმოო ტექნოლოგიის დახვეწა.

 

კონკურსის ფარგლებში დაფინანსებას არ ექვემდებარებიან: ადგილობრივი სათემო კავშირები, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციები. დამწყებ მეწარმეებად არ დაფინანსდებიან პროგრამის წინა ფაზის კონკურსში გამარჯვებული მეწარმეები და მათი ოჯახის წევრები.


2. განაცხადის წარმდგენმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
ცხოვრობდეს პროექტის სამიზნე სოფლში; მეწარმის საკუთარი შენატანი/წვლილი, უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-ს; პროექტის მთლიანი ღირებულება მოცემული უნდა იყოს ბიზნეს იდეის ბიუჯეტში.

3. პროექტის განაცხადის განხილვა და კონკურსანტების შერჩევა ტრენინგზე დასასწრებად

ტრენინგზე დასასწრებად ორგანიზაცია მოახდენს განაცხადის განხილვას და გამარჯვებული კონკურსანტების შერჩევას ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად:

პროექტის განაცხადის ფორმა სრულად არის შევსებული; პროექტის განაცხადი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული; პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები ტექნიკურად განხორციელებადია; პროექტის განაცხადში ასახულია ბიზნეს საქმიანობის მდგრადობისა და ზრდის პოტენციალი; პროექტში გათვალისწინებულია მეწარმის თანამონაწილეობა და ასახულია ბიუჯეტში; პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია; ბიზნესი ორიენტირებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაზე; ბიზნესი უნდა განხორციელდეს პროექტით გათვალისწინებულ თემებში.

 

4. განაცხადის ფორმა

ჩამოსატვირთი განაცხადის ფორმა გთხოვთ იხილოთ აქ.


5. შევსებული განაცხადი

შევსებული განაცხადები ჩააბარეთ მობილიზატორებს ან მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #61, 0177 - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ქ. გორი, სტალინის ქ. #27/1, 1400 - USAID/Zrda პროექტის გორის ოფისი.

ასევე შესაძლებელია შევსებული განაცხადების გამოგზავნა მითითებულ ელ-ფოსტებზე.

გარდაბნის, მცხეთის, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან ელ-ფოსტაზე: mamasakhlisi.m@elkana.org.ge ბიზნესის განვითარების სპეციალისტი/მობილიზატორი - მაია მამასახლისი ტელ.: 599 73 11 64; გორის, ქარელის, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან ელ-ფოსტაზე: mdzinarashvili.n@elkana.org.ge ბიზნესის განვითარების სპეციალისტი/მობილიზატორი - ნინო მძინარაშვილი, ტელ.: 599 50 22 35; ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან ელ-ფოსტაზე: east-projectmanager@elkana.org.ge პროექტის მენეჯერი, გიორგი თვალიაშვილი, ტელ.: 599 989 545;

გისურვებთ წარმატებას!