მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

გაცვლითი ვიზიტი შიდაქართლში

23-25 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო განვითარების ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “შერჩეული საწარმოო ჯაჭვებისათვის კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი აგრონომიული სისტემებისა და ტექნოლოგიების დანრეგვა, ტრეინინგებისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების საშუალებით“ ფარგლებში შედგა ინფორმაციის გაზიარების მიზნით გაცვლითი ვიზიტი შიდა ქართლში. მასში მონაწილეობდა სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 15 ფერმერი, მათ შორის 9 ქალი.

შეხვედრის მონაწილეები ეწვივნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კომპოსტისა და ვერმიკომპოსტის სადემონსტრაციო მოდელს, სადაც ნაკვეთის მეპატრონე ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ამზადებს ორგანულ სასუქს. ფერმერებმა მოინახულეს იმავე სოფელში ქარსაფარის სადემონსტრაციო მოდელი, სადაც პროექტის ფარგლებში მოეწყო ოთხ ზოლიანი ქარსაფარი და დაირგო 400 ცალი მარადმწვანე კიპაროსისა და იფანის ნერგები. ამასთანავე, შეხვედრის მონაწილე ფერმერები ეწვივნენ სოფელ ერგნეთში ვაშლის სადემონსტრაციო მოდელს, სადაც 1 ჰექტარ მიწაზე მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვაშლის ბაღი, კერძოდ დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები და წვეთოვანი რწყვის სისტემა, ასევე ვაშლის ნაკვეთის მფლობელს გადაეცა ბიოსასუქების ერთი წლის მარაგი.

გაცვლითი ვიზიტს მონაწილე პირებს ადგილზე ჩაუტარდათ საველე ტრეინინგი თემატურ საკითხებზე, მიიღეს მათთვის საჭირო ინფორმაცია სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესახებ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.