მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

დაჯილდოების ცერემონია „გმირი ფერმერი ქალი“.

2013 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეზე, ოქსფამ საქართველომ პარტნიორებთან, ფერმერ ქალებთან, წარმატებულ ქალ-მეწაარმეებთან და ბლოგერებთან ერთად მოაწყო ღონისძიებ ექსპო ჯორჯია მე-3 პავილიონში, სადაც წარმატებული ქალბატონებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრებეს მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემები.

ოქსფამის ინიციატივით დ აბლოგერების დახმარებით სომხეთში მცხოვრები 12 ფერმერი ქალისა და საქართველოში მცხოვრები 12 ფერმერი ქალის საქმიანობის აღწერილობა გამოქვეყნდა, რითაც საზოგადოებას მათი გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია „გმირიფერმერიქალი“.და მუსიკალური კლიპის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ ფოლკ-როკ ჯგუფმა „მუZიკა“, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილიიყო ფოტო გამოფენა ნომინანტი ფერმერი ქალებისა და მათი საქმიანობის შესახებ.

ნომინაციაში „გმირიფერმერიქალი“ წარმოდგენილი ფერმერი ქალები და მათ შესახებ ისტორიები წარმოდგენილია ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ აპლიკაციაში  http://www.facebook.com/oxfam.georgia/app_144526729044707