მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

„ქართული ხორბლის ამბავი“

საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა - მსოფლიოში გავრცელებული ხორბლის ოცამდე სახეობიდან, საქართველოში ისტორიულად თხუთმეტი სახეობა მოჰყავდათ, რომელთაგან ხუთი საქართველოს ენდემია.

ფილმი  „ქართული ხორბლის ამბავი“ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასა“ და “National Geographic საქართველოს“ მიერ, სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის _ „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ (IBiS) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

 „ქართული ხორბლის ამბავი“ მოგვითხრობს  საქართველოში ხორბლის წარმოშობისა და გავრცელების, პურთან და ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციების და იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დღეს ქართული ხორბლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.