მხარი დაუჭირე საქართველოს აგრარულ
ბიომრავალფეროვნებას

ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის ინტერნეტ-შეხვედრა

2020 წლის 5 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის (Eurogites) წევრი ქვეყნების წამომადგენლებისათვის. სულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა 15 ქვეყნის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, რომელის ევროჟიტეს წევრია 2007 წლიდან. .

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში Covid-19-ის პანდემიის ფონზე არსებული ვითარების, შეზღუდვების, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემებისა და ამ სექტორის ხელშეწყობის სამთავრობო პოლიტიკის შესახებ.

„ევროჟიტეს“ გენერალურმა მდივანმა - ბატონმა კლაუს ელრიხმა შეხვედრის მონაწილეებს აცნობა,  რომ 14 მაისისთვის მზად იქნება ევროკომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტი ტურიზმის ინდუსტრიისათვის.

შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციიებს რეკომენდაცია გაეწიათ თვითონ დანერგონ ან ლობირება გაუწიონ წამახალისებელი ვაუჩერების შემოღების სისტემას, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება სასტუმრო სახლებში ტურისტთა დარჩენის ხანგრძლივობა, შემცირდება გაუქმებული ჯავშნები ან გაუქმებით მოყენებული ზარალი.

 ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა დევიზს - „არ გააუქმო - გადადე მოგზაურობის თარიღი“.

აღინიშნა, რომ ჯერჯერობით შიდა ტურიზმის პროგნოზები არ არის დამაიმედებელი -  ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რომელთა სოფლის ტურიზმის სეგმენტს ძირითადად შიდა ტურისტები ტვირთავენ, ღამის გათევის საშუალებებში ჯავშნების რაოდენობა არ გაზრდილა. თუმცა, არსებობს დამაიმედებელი ინფორმაციაც - სოფლის ტურისტული ობიექტების ინტერნეტით ძებნის მაჩვენებელი  7%-ით გაიზარდა.

 სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ეხმარებიან თავის მოქალაქეებს - თვეში 1 ადამიანზე გაცემული დახმარება სხვადასხვაგვარი ოდენობისაა; მაგალითად, ლატვიაში იგი 257 ევროს, პოლონეთში - 300 ევროს, ავსტრიაში - 1,200 ევროს და დიდ ბრიტანეთში 2,500 ფუნტის ფარგლებში მერყეობს. საყურადღებოა ისიც, რომ, სავარაუდოდ, ევროკავშირის ბიუჯეტში გაჩნდება ახალი სპეციფიკური მუხლი ტურისტული ბიზნესის დასახმარებლად.

სამწუხაროდ, გაუქმდა ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის ასამბლეა, რომელიც მაისში საქართველოში, ქ. ბათუმში უნდა გამართულიყო. ჯერჯერობით, მორიგი კონგრესის ჩატარება იგეგმება ფინეთში, 2020 წლის ოქტომბერში  და მისი მთავარი თემა იქნება -  „როგორ გადავლახოთ კოვიდ-19-ით გამოწვეული ზარალი, შევცვალოთ მომსახურების დიზაინი და განვახორციელოთ მომსახურების დიგიტალიზაცია (გაციფრულება)“.