ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანამ" ა.წ. 17–20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში გამართულ ბიოპროდუქტების გამოფენაზე - “Biofach 2013”. "ბიოფახი" ბიოაგროწარმოების ყველაზე მასშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, იგი ყოველწლიურად იმართება ქალაქ ნიურნბერგში თებერვლის თვეში. "ბიოფახი" ორგანული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო მოძრაობის (IFOAM) პატრონაჟით ტარდება და ამ გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც აკმაყოფილებენ ბიოაგროწარმოების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისათვის დადგენილ საერთაშორისო ნორმებს.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს გამოფენაში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა შედარებით შემცირებული იყო.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით „ელკანამ“ მონაწილეობა მიიღო “B2B”-ს ტიპის შეხვედრებში. რაც გულისხმობს შეხვედრებს და მოლაპარაკებებს სხვადასხვა ბიზნესმენებთან და დაინტერესებულ პირებთან.
„ელკანამ“ პოტენციურ მყიდველებს წარუდგინა წევრი ფერმერების პროდუქცია, მათ შორის სერტიფიცირებული პროდუქცია.